“გვინდა, სალომე ზურაბიშვილს შევახსენოთ, რომ მას ორი პარასკევი დარჩა” – ავთანდილ კუნჭულია

“გვინდა, სალომე ზურაბიშვილს შევახსენოთ, რომ მას ორი პარასკევი დარჩა”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” აპარატის უფროსი, ავთანდილ კუნჭულია აცხადებს.

ის მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, კონსტიტუციურად იმოქმედოს.

“საზოგადოებამ მიიღო გადაწყვეტილება და ლეგიტიმაცია მიანიჭა საქართველოს პარლამენტს, რომელმაც, თავის მხრივ, აირჩია პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი. შესაბამისად, მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, კონსტრუქციულად იმოქმედოს. ნაკლებად მაქვს ამის იმედი, თუმცა, მცირეოდენ იმედს ვიტოვებ, რომ იმოქმედებს კონსტრუქციულად და დატოვებს თანამდებობას მას შემდეგ, რაც მოხდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია”, – განაცხადა კუნჭულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები