საფრანგეთის კუნძულ მაიოტაში ციკლონ „ჩიდოს“ ასობით ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის ზღვისიქითა კუნძულ მაიოტაში ციკლონ „ჩიდოს“ ასობით ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია რეგიონს გასულ ღამეს დაატყდა თავს, დაზიანდა დროებითი საცხოვრებელი სახლები, სამთავრობო შენობები და საავადმყოფო,- ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ყველა მსხვერპლის აღრიცხვა რთულია და შესაბამისად, ამ ეტაპზე, დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

ციკლონმა „ჩიდომ“ მაიოტას ღამით დაარტყა. ქარის სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბა. სინოპტიკოსების შეფასებით, კუნძულებს ასეთი ძლიერი ქარიშხალი 90 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თავს არ დასტყდომია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები