თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე დევიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება და ასევე, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცველებმა ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები