“კოლექტიური “ნაცმოძრაობა” დაწერილ სცენარს მიჰყვება, გუშინ ამაზრზენი რიტუალი ჩაატარეს, რუსთაველზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს” – გიორგი ჩაკვეტაძე
“მომდევნო დღეების მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო! კოლექტიური ნაცმოძრაობა დაკვეთილ და დაწერილ სცენარს მიჰყვება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც საუბარია დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორების გეგმებზე, 2024 წლის 14 დეკემბერს ჩაიშალოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი.
“მომდევნო დღეების მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო!კოლექტიური ნაცმოძრაობა დაკვეთილ და დაწერილ სცენარს მიჰყვება. გასული 10 დღის განმავლობაში, ფაქტობრივად ყველა საშუალება გამოიყენეს სიტუაციის ხელოვნურად რადიკალიზაციისთვის, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა. სწორედ ამიტომ, გუშინ ამაზრზენი რიტუალი ჩაატარეს. რუსთაველზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია, რამაც მდგომარეობის არსებითად გამწვავება უნდა გამოიწვიოს. მივმართავ ამ ჯგუფებს, ხელი არ წაგიცდეთ ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ! მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ სახელმწიფო უწყებები ამ პროვოკაციების აღსაკვეთად აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ!”, – აღნიშნავს ჩაკვეტაძე.