“ტრამპის ინტერესები და ღირებულებები ემთხვევა ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესებსა და ღირებულებებს” – ავთანდილ კუნჭულია
“ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ, ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მმართველობის პირობებში, პოზიცია რადიკალურად შეიცვლება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ავთანდილ კუნჭულია აცხადებს.
“ამაში ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე – საქართველომ. ტრამპი არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს გლობალური მშვიდობის გარანტი – ადამიანი, რომლის ინტერესები და ღირებულებები სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესებსა და ღირებულებებს. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ რადიკალურად შეიცვლება, პოზიტიური მიმართულებით, დამოკიდებულება საქართველოსა და აშშ-ს შორის”, – აღნიშნავს კუნჭულია.