ვლადიმერ ბოჟაძე: უკვე მეორე შვეიცარიული ბანკი უქმნის ბიძინა ივანიშვილს პრობლემებს და ეს უკავშირდება მის პოლიტიკაში დაბრუნებას

„უკვე მეორე შვეიცარიული ბანკი უქმნის ბიძინა ივანიშვილს პრობლემებს და ეს უკავშირდება მის პოლიტიკაში დაბრუნებას, მის გადაწყვეტილებას, რომ არაფრის დიდებით არ დათმო ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

დეპუტატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებას გამოეხმაურა.

„უკვე მეორე შვეიცარიული ბანკი უქმნის ბიძინა ივანიშვილს პრობლემებს და ეს უკავშირდება მის პოლიტიკაში დაბრუნებას, მის გადაწყვეტილებას, რომ არაფრის დიდებით არ დათმო ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები. ამ ბანკმა [„იულიუს ბერი“] ბევრი პრობლემა შექმნა, რომელიც უკავშირდებოდა [გიორგი] ბაჩიაშვილის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და ეს ორი სხვადასხვა მიმართულება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბანკი გარკვეული ზეწოლის და დავალებების გამო აკეთებს ამას და მისი რეგულაციები, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც ავალდებულებს ბანკებს ითანამშრომლონ ევროპოლთან და სხვა საერთაშორისო სამართალდამცავ სტრუქტურებთან, არ ასაჯაროებენ ინფორმაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ მის რეპუტაციულ ზიანზე გარკვეული ზეწოლის გამო მიდის“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ცნობილია, რომ ბანკი „იულიუს ბერი“ ფიგურირებს საქმეშიც, რომელშიც ივანიშვილი დაზარალებულია, ბაჩიაშვილი კი ბრალდებული. შვეიცარიული ბანკი ქართულ გამოძიებას გიორგი ბაჩიაშვილზე ინფორმაციას არ აწვდის.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემ დღეს საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები