“ტრამპის განცხადებები და სამშვიდობო პოლიტიკა გავლენას მოახდენს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე, შეამცირებს იმ წნეხს, რომელსაც განვიცდით” – ბოჟაძე
“ტრამპის განცხადებები და სამშვიდობო პოლიტიკა გავლენას მოახდენს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე, შეამცირებს იმ წნეხს, რომელსაც განვიცდით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.
მისი თქმით, მთელი პროცესი მიმართულია იქით, რომ დამატებითი სანქციებისთვის კიდევ მეტი მიზეზი მოძებნონ.
“გვახსოვს, ნახევრად ცარიელ დარბაზში არა მხოლოდ დებატები, არამედ სრულიად დაუსაბუთებელი რეზოლუციები. სულ ასეთი ხუთი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა. ახლა მთელი პროცესი მიმართულია იქით, რომ დამატებითი სანქციებისთვის კიდევ მეტი მიზეზები მოძებნონ, კიდევ უფრო დასაჯონო ჩვენი ქვეყანა. ერთადერთი მიზეზის გამო – შევძელით და შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. თუმცა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები და სამშვიდობო პოლიტიკა გავლენას მოახდენს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე და შეამცირებს იმ წნეხს, რომელსაც განვიცდით ასეთი დაუსაბუთებელი დებატებითა და რეზოლუციებით”, – აღნიშნა ბოჟაძემ.