ტიერი მარიანი: საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს, საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება

French far-right Rassemblement National (RN) former candidate for the presidency of Provence-Alpes-Cote d'Azur (PACA) regional council Thierry Mariani speaks during the campaign rally in Reims, eastern France, on February 5, 2022. French voters go to the polls in April 2022 for a presidential election. (Photo by STEPHANE DE SAKUTIN / AFP)

საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს.

„ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს – ეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა. მაგრამ რატომ უნდა მოვახდინოთ გავლენა სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე? ჩვენ ერებს შორის ურთიერთპატივისცემა გვჭირდება. ჩვენ არ გვსურს ევროკავშირის ჩარევის ნახვა. საქართველოში ძალაუფლება ხალხს აქვს. 20 დეკემბერს გამოქვეყნდა დასკვნა საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევა არ ყოფილა.

ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს. მაგალითად, იქ ბევრი პოლიციელი დაშავდა. ევროკავშირი ქაოსის მონაწილეა. ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება“, – აღნიშნა ტიერი მარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები