დავით მათიკაშვილი: არაფრისმომცემ, აბსურდულ რეზოლუციებს, განცხადებებს, კრიტიკას, რასაც ევროპარლამენტიდან ვისმენთ, არანაირი მნიშვნელობა და ძალა არ გააჩნია

,,ჩვენთვის აბსურდულ კრიტიკას, რომელსაც წინ ხუთი აბსურდული რეზოლუცია უსწრებდა, არანაირი ფასი და ღირებულება არ გააჩნია”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ევროპარლამენტი იმ გამოწვევებს, რაც მსოფლიოში არსებობს – სრულიად ცდება.

„ამ არაფრისმომცემ, აბსურდულ რეზოლუციებს, განცხადებებს, კრიტიკას, რასაც ევროპარლამენტიდან ვისმენთ, არანაირი მნიშვნელობა და ძალა არ გააჩნია. სრულიად ცდება დღევანდელი ევროპარლამენტი იმ გამოწვევებს, რაც მსოფლიოში არსებობს. კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით არიან აბსოლუტურად აცდენილები რაციონალიზმის საფუძვლებს და ნიადაგს. ჩვენთვის აბსურდულ კრიტიკას, რომელსაც წინ ხუთი აბსურდული რეზოლუცია უსწრებდა, არანაირი ფასი და ღირებულება არ გააჩნია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები