ირაკლი რუხაძე – რადიო „თავისუფლებას“: მე დამიხურეს ტელევიზია, მაგრამ თქვენ არ გაწუხებთ, რომ გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც ხურავდა, თანახმა ხართ, რომ ის უკან დაბრუნდეს – შეცვლილი გგონიათ?!

მე დამიხურეს ტელევიზია, მაგრამ თქვენ არ გაწუხებთ, რომ გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც ხურავდა. თანახმა ხართ, რომ ის უკან დაბრუნდეს. შეცვლილი გგონიათ?! – ასე მიმართა „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტს.

„მე ტელევიზია დამიხურეს, დამინგრიეს და ყველა სხვა ტელევიზია დახურა და დაანგრია იმ ხალხმა, რომლებზეც მეუბნებით რატომ გინდათ, რომ არ დაბრუნდნენო. ზუსტად იმიტომ მინდა, რომ თქვენ [წამყვანს მიმართავს] შეგეძლოთ ასე [თავისუფლად] ილაპარაკოთ. თქვენ შეიძლება ილაპარაკოთ ისედაც, რადგან ამერიკის კონგრესი გაფინანსებთ, მაგრამ მე დამიხურეს ტელევიზია, თუმცა თქვენ არ გაწუხებთ, რომ გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც ხურავდა. თანახმა ხართ, რომ ის უკან დაბრუნდეს. შეცვლილი გგონიათ?! ყოფილი ბალტიისპირეთის ქვეყნები რომ ავიღოთ, სადმე არის ასეთი თავისუფალი მედია?! ერთ ქვეყანას დამისახელებთ?! ჩვენ ხომ იმათ უნდა შევედაროთ, საიდანაც გამოვედით 30 წელია“, – აღნიშნა რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები