“ორბანი გეგმავს, რომ ახალი შტურმი მიიტანოს ბრიუსელის ბიუროკრატიის წინაშე და გაიმარჯვოს, რადგან ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენია დონალდ ტრამპის” – წილოსანი
“ორბანი გეგმავს, რომ ახალი შტურმი მიიტანოს ბრიუსელის ბიუროკრატიის წინაშე და, რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს, რადგან ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენია დონალდ ტრამპის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ტრამპის გზავნილები და მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები მთლიანად მსოფლიო დღის წესრიგის გადატვირთვას იწვევს. ვიქტორ ორბანის განცხადება სოციალურ ქსელში ეხმაურება სწორედ ამ პოლიტიკას. ორბანი გეგმავს, რომ ახალი შტურმი მიიტანოს ბრიუსელის ბიუროკრატიის წინაშე და რა თქმა უნდა გაიმარჯვოს, რადგან ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი სერიოზული დასაყრდენია დონალდ ტრამპის და მათი საერთო პოლიტიკა სწორედაც რომ გულისხმობს იმ ლიბერალური ფაშიზმის დამარცხებას, რომლის მსხვერპლიც და ზემოქმედების ობიექტებიც ვიყავით თუნდაც ჩვენი ქვეყანა, უნგრეთი, სლოვაკეთი და ბევრი ის ქვეყანა, რომელიც შეებრძოლა ამ იდეოლოგიას. ახლა დადგა დრო, რომ საბოლოოდ გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა წილოსანმა.