უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ

უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არასოდეს არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად, თუნდაც მისი ყველა მოკავშირე ამის მომხრე იყოს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ თავად პუტინს ჯერჯერობით არ ესმის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან, ამიტომ, აშშ-მა და ევროპამ მასზე ზეწოლა უნდა განახორციელონ.

„პუტინმა ყველაფერი დაარღვია, ის არის დამნაშავე. მან უნდა იცოდეს, რა დააშავა, რა დაარღვია, სად დაუშვა შეცდომა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მასთან საუბარი. თქვენ რომ დაელაპარაკოთ ისე, როგორც თანასწორს, ეს იქნება მარცხი უკრაინისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები