სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან სრულად გაათავისუფლა

სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან სრულად გაათავისუფლა.

საპოლიციო ძალებმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა საშუალებები გამოიყენეს.

აქციის მონაწილეებმა „ცისფერი გალერიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი რუსთაველის გამზირზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები