ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციის ფასი უკვე გამქრალია

“ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი დაეკარგა.

“ძალიან კარგია, რომ ევროპარლამენტში ასეთი ევროპარლამენტარები გამოჩნდნენ ბოლო არჩევნების შემდეგ, რომლებსაც გააჩნიათ მიუკერძოებელი, საღი და ობიექტური შეფასება და ჩვენ ეს ყველაფერი ვიხილეთ საქართველოს გარშემო არსებულ დებატებში, სადაც მრავლად გამოჩნდნენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც აბსოლუტურად ობიექტურად აფასებენ სიტუაციას, მაგრამ სამწუხაროდ, იქ არიან ისეთი ევროპარლამენტარებიც, რომელიც არიან აბსოლუტურად მიკერძოებულები. რეზოლუციის ფასი უკვე გამქრალია, რამდენი რეზოლუცია ვიხილეთ უკვე. არანაირი ძალა არ აქვს ამას, წინა რეზოლუციის ჩანაწერებიც გვახსოვს, სადაც ბატონ კეზერაშვილს მედია მენეჯერად მოიხსენიებდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილზე დაჟინებით ამბობდნენ, რომ იგი არის პოლიტიკური დევნილი და ჩვენ იგი უნდა გავათავისუფლოთ. ბოლოს მიღებული რეზოლუცია კი საერთოდ საოცრება იყო, ისეთი ლუსტრირება მოახდინეს მათ თავიანთი თავის. ბოლო რეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რომ ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთს. უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დახურულ კარს მიღმა იყო რაღაც საუბრები, რომელიც არ იყო მარტივი და ეს ყველაფერი ჩვენ სპეციალურად გარეთ არ გამოგვქონდა. ერთ-ერთი თემა სწორედ ეს იყო, რაც გარეთ არ გამოვიტანეთ – ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხდებოდა ამაზე დაჟინებული მოთხოვნა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, მაგრამ ამ რეზოლუციამ ყველაფრის ლუსტრირება მოახდინა”, განაცხადა მაჭავარიანმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები