“გვარამია დიდ გულზეა უცხოეთიდან, თავის ამომრჩეველს ეუბნება, რევოლუცია თქვენ გააკეთეთ და სათავეში მე მოვჯდებიო” – მაჭარაშვილი

“გვარამია დიდ გულზე არის ხოლმე უცხოეთიდან. უცხოეთიდან ამბობს, რომ თურმე თავის ამომრჩეველს უნდა გადააბრალოს რევოლუცია. ანუ ეუბნება, რომ რევოლუცია თქვენ გააკეთეთო და სათავეში მერე მე მოვჯდებიო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„რა უნდა ზურაბიშვილს პრეზიდენტის სასახლეშიო, ამას ამბობდა 4-5 წლის წინ და ახლა პირიქით, იქიდან აღარ უშვებს. ნათქვამია, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო.

ახალ წელს ჩვენ მოგვილოცავს მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და რაც შეეხება ზურაბიშვილს, მას შეუძლია მივიდეს ხაზარაძის მიერ შექმნილ რაღაც ახალ ალტერნატიულ პარლამენტში. შენობას კარგს არაფერს იქირავებს ხაზარაძე, ფულს დაზოგავს. იქ შეუძლია მივიდეს ზურაბიშვილი და იქიდან მიულოცოს თავის პატრონებს ახალი წელი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები