გურამ მაჭარაშვილი – რადიკალურმა ოპოზიციამ თავიანთი ამომრჩეველიც გადააგდო

“განცხადებებს თითო-ოროლა ოპოზიციონერი წერს, რადიკალურმა ოპოზიციამ თავიანთი ამომრჩეველიც გადააგდო”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერების მიერ მანდატების ჩახსნის საკითხს გამოეხმაურა.

“61 განცხადება ჯერ ვერ ვიხილეთ. რადიკალურმა ოპოზიციამ თავიანთი ამომრჩეველიც გადააგდო. მათი არაერთიანობის დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ განცხადებებს თითო-ოროლა ოპოზიციონერი წერს. ყველა რომ დაწერს, ეს იქნება ფაქტი, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს და უკეთესი იქნება, თუ ამაში ხელს შეგვიწყობენ. ამ ხალხის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას ვნახავთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები