კიევზე დრონებით შეტევა განხორციელდა

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე, უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს.

საჰაერო განგაში 27 ნოემბერს,
გამთენიას გამოცხადდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ კიეველებს უსაფრთხო ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდეს. დრონების მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

მოგვიანებით, კიევის მერმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დედაქალაქის დნეპრის რაიონში სახლი დააზიანა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 36 დრონი მოიგერიეს. სულ, სხვადასხვა ოლქებში, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 89 დრონი გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები