ნინო წილოსანი: რადიკალების ჯგუფი 2020 წლის სცენარს იმეორებს – იმდენად უინტელექტოები არიან, რომ ახლის მოგონებაც არ შეუძლიათ
“ნანახი გვაქვს სიების ჩახსნაც და მანდატებზე უარის თქმაც”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია 2020 წლის სცენარს იმეორებს.
„ქართული ოცნების“ ამომრჩეველს არ ადარდებს, რადიკალური დაჯგუფება რას მოიმოქმედებს. რადიკალების ჯგუფი 2020 წლის სცენარს იმეორებს. იმდენად უინტელექტოები არიან, რომ ახლის მოგონებაც არ შეუძლიათ. ნანახი გვაქვს სიების ჩახსნაც და მანდატებზე უარის თქმაც. ერთმანეთს ელოდებიან. მოგებული ის დარჩება, ვინც მანდატებზე უარს არ იტყვის. ამას კარგად აცნობიერებენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.