“მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია, რასაც იტყვის – იმას ასრულებს” – რამაზ საყვარელიძე
“მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია, რასაც იტყვის იმას ასრულებს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყაველაშვილი კეთილშობილი პიროვნებაა.
“გამიგია, რომ კეთილშობილი პიროვნებაა. პოლიტიკასთან კავშირი მას შემდეგ აქვს, რაც პარლამენტში შევიდა. მოლოდინი მაქვს ისეთი, როგორიც „ქართულ ოცნებას“.
ადრეც იყო საუბარი ისეთი ადამიანის არჩევაზე, რომელიც ნაკლები მოულოდნელობების მატარებელი იქნებოდა. არ გამოვიდა ორჯერ და მესამე მცდელობაზე მიდიან. მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ღალატი გამორიცხულია, რასაც იტყვის იმას ასრულებს. ყველა ამბობს, ვაჟკაცური პიროვნება არისო, შესაბამისად, ვნახოთ. ცნობილია, როგორც ერთგული პიროვნება“, – აღნიშნა საყვარელიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.