ნატოს გენერალური მდივანი თურქეთს ეწვია
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთში ჩავიდა. რუტეს ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
ალიანსის გენერალურ მდივნად დანიშვნის შემდეგ, თურქეთში ეს მარკ რუტეს პირველი ვიზიტია. როგორც ცნობილია, ერდოღანი და რუტე შეხვედრის ფარგლებში ტერორიზმის საფრთხეს, უკრაინაში ომს და ახლო აღმოსავლეთში კრიზისს განიხილავდნენ.
„სულ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში, თურქეთი ფასდაუდებელ წვლილს შეიტანს ნატოში“, – დასძინა რუტემ.
შეგახსენებთ, მარკ რუტემ ნატოს მე-14 გენერალური მდივნის თანამდებობა ოქტომბერში დაიკავა. მან ამ პოსტზე იენს სტოლტენბერგი შეცვალა.