ურუგვაიში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იამანდუ ორსიმ გაიმარჯვა

ურუგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციის კანდიდატმა, იამანდუ ორსიმ გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ურუგვაიში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, იამანდუ ორსიმ ამომრჩეველთა ხმების 49.81% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, მემარჯვენე-ცენტრისტული მმართველი კოალიციის კანდიდატმა, ალვარო დელგადომ 45,90% დააგროვა.

„თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის ქვეყანამ, კიდევ ერთხელ გაიმარჯვა“, – განაცხადა ორსიმ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები