“პრინციპულად მიუღებელ საკითხებზე ჩემი პოზიცია უნდა დავაფიქსირო“

გარკვეულ საკითხებზე ჩემს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, – ამის შესახებ “რუსთავი 2″-ის გადაცემაში “ პოზიცია“ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
ამასთან, პრეზიდენტის მიაჩნია, რომ პრინციპულად მიუღებელ საკითხებზე მან თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, თუმცა მისი თქმით, ასეთი საკითხები ჯერ არ არსებობს.
“მე მაქვს ჩემი შეხედულებები. არსებობდა საკითხები, რომელზეც მე მქონდა განსხვავებული მოსაზრებები პრემიერისგან ან პარლამენტის თავმჯდომარისგან, თუმცა ამ საკითხების ასე ღიად გამოტანა და განხილვა, ჩემი აზრით, სწორი არ იქნება. თუ რაღაც ჩემთვის არის პრინციპულად მიუღებელი, მე ამაზე ჩემი პოზიცია უნდა დავაფიქსირო, თუმცა დღეს ჩემთვის ასეთი რაიმე არ არსებობს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა, ბუნებრივია, არსებობს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები