რა ჰკითხა პუტინმა მიხეილ ხუბუტიას საქართველოს შესახებ?

ვლადიმერ პუტინს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ძალიან აინტერესებს – ამის შესახებ “რუსეთში ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მიხეილ ხუბუტიამ “რუსთავი 2“-ის გადაცემაში “პოზიცია“ განაცხადა. ხუბუტიამ გადაცემაში მასსა და და ვლადიმერ პუტინს შორის სოჭში შემდგარი შეხვედრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრა ურჩია.
“ვლადიმერ პუტინს ძალიან აინტერესებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მან დამისვა კითხვები, რომლებზეც იმ რეალობის გათვალისწინებით გავეცი პასუხი, რა რეალობაც საქართველოში არსებობს . ვუთხარი, რომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტთან ან პრემიერთან შეხვედრა. ვუთხარი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდა და სერიოზული პოლიტიკოსია. მე ძალიან მინდა, რომ ჩვენი პირველი პირები, პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინისტრი შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და მოლაპარაკებები შედგეს. პირველივე შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, არ გადაწყდება არც დეოკუპაციის საკითხი, არც მავთულხლართების თემა, მაგრამ მსურს, რომ კონტაქტი შედგეს, ეს აუცილებლად საჭიროა“, – განაცხადა მიხეილ ხუბუტიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები