პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 21 თებერვალს წარდგება

გიორგი მარგველაშვილი პარლამეტის წინაშე 21 თებერვალს წარდგება. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ამიტომ პარლამენტში მისი გამოსვლის თემა ღირებულებითი საკითხები იქნება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერით გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.
“საუბარი უფრო ღირებულებითი საკითხებიდან გამომდინარე იქნება, იმ ძირითადი და სტრატეგიული ვექტორების ირგვლივ, რომლის მიმართულებითაც უნდა განვითარდეს ეს ქვეყანა. ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრებთ კონსტიტუციის შესახებაც, ასევე, იმ განვლილი ერთი წლის თაობაზე, რა დროსაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და იმ ძირითადი ღირებულებითი აქცენტების თაობაზე, რომელიც მომავალში უნდა დაინერგოს. ფორმატი განსხვავებულია, იმიტომ, რომ აქამდე პრეზიდენტი იყო პასუხისმგებელი ბიუჯეტზე, მინისტრებზე, დღეს ეს აღარ არის პრეზიდენტის პასუხისმგებლობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა დებატების ფორმატი, მარგველაშვილი აცხადებს, რომ ამაზე პარლამენტი იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები