“ნაცებზე” ყოფილა ნათქვამი, ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყესო” – ჩიხელიძე

“ნაცებზე” ყოფილა ნათქვამი, ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყესო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჩიხელიძის თქმით, “ისინი ისევ და ისევ თავის ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან ხოლმე”.

“შუალედებში გადავლენ ხოლმე ევროპული ტერმინოლოგიით საუბრებზე, ზოგჯერ რაღაც სინანულისმაგვარსაც კი გაითამაშებენ – უიო, შეცდომებიც დაგვიშვიაო, მაგრამ ისევ და ისევ თავის ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდებიან ხოლმე – ბულინგი, ისტერიკა, სიცრუე, მუქარა.
არ იქნება ამათი გამოსწორება, არქეტიპი აქვთ მახინჯი”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები