ლევან მახაშვილი – ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს არის არაფრიდან შექმნილი ხმაური, რეალურად, არც საგარეო ჩარევას – მითუმეტეს რუსეთის მხრიდან და არც სხვა მიმართულებით, არანაირი საფუძველი არ აქვს

ეუთო/ოდირის დასკვნებში ძალიან მკაფიოდაა აღნიშნული არჩევნების აბსოლუტურად ყველა კომპონენტი,- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

მახაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს, გამოიყენოს ყველანაირი ბერკეტი, რათა მოახდინოს არჩევნების და მისი შედეგების დისკრედიტაცია.

“ეს არის არაფრიდან შექმნილი ხმაური, იმიტომ რომ, რეალურად, არც საგარეო ჩარევას – მით უმეტეს რუსეთის მხრიდან და არც სხვა მიმართულებით, არანაირი საფუძველი არ აქვს. ეუთო/ოდირის დასკვნებში ძალიან მკაფიოდაა აღნიშნული არჩევნების აბსოლუტურად ყველა კომპონენტი. ფაქტია, რომ ოპოზიცია ცდილობს, გამოიყენოს ყველანაირი ბერკეტი, რომ მოახდინოს არჩევნების და მისი შედეგების დისკრედიტაცია. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ დიახაც, ოპოზიციის ამ ნაწილის მიერ იყოს ეს საკითხი წამოწეული, რომ კიდევ ერთხელ, რადგან შიგნით არაფერი გამოუვიდათ, გარედან სცადონ მუხტის აწევა”, – აღნიშნავს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები