გორდულაძე – ოპოზიციაზე: პატრონების დავალების შესაბამისად, მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვთ
“ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა რელევანტურ ორგანოსთან, იქნება ეს საგამოძიებო ორგანოები თუ სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ჩვენს ხელთ არსებობს ოპოზიციის მხრიდან კანონის უხეში დარღვევების შესახებ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, იმავდროულად, ოპოზიცია ისევ თავისი პატრონების დავალების შესაბამისად მოქმედებს.
“იმავდროულად, ოპოზიცია ისევ და ისევ თავისი პატრონების დავალების შესაბამისად მოქმედებს – ქართველი ხალხის ინტერესი მათ მხედველობაშიც არ აქვთ, მხოლოდ და მხოლოდ, პატრონების დავალების შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი აქვთ”, – აცხადებს გორდულაძე.