თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და საია-ს სარჩელები არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოსა“ და საია-ს სარჩელები არ დააკმაყოფილა.
მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. მხარეების არგუმენტების განხილვის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ უბნებზე ფარულობა დარღვეული არ იყო. სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ დაყენებული იყო 10-ზე მეტი შუამდგომლობა, თუმცა, საჩივრები მოსამართლე ივერი აბაშიძემ დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელე მხარე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო წესით გეგმავს.