ნინო ფოჩხუა: “სამართლიანი არჩევნები” მანიპულაციის ახალ სიმაღლეებს იპყრობს, 3111 საარჩევნო უბნიდან 11-ზე გენდერული ბალანსის დარღვევა აღმოჩენილა, იციან, რომ აქტივობის დათვლა გენდერული ნიშნით არ არის კანონის მოთხოვნა, სხვა დარღვევას ვერ პოულობენ
“არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მანიპულაციის ახალ სიმაღლეებს იპყრობს. თურმე ნუ იტყვი და 3111 საარჩევნო უბნიდან 11 უბანზე გენდერული ბალანსის დარღვევა აღმოჩენილა”, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ორგანიზაციაში იციან, რომ აქტივობის დათვლა გენდერული ნიშნით არ არის კანონის მოთხოვნა, მაგრამ სხვა დარღვევას ვერ პოულობენ.
“არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მანიპულაციის ახალ სიმაღლეებს იპყრობს. თურმე ნუ იტყვი და 3111 საარჩევნო უბნიდან 11 უბანზე გენდერული ბალანსის დარღვევა აღმოჩენილა. მშვენივრად იციან “ისფედში”, რომ აქტივობის დათვლა გენდერული ნიშნით არ არის კანონის მოთხოვნა, მაგრამ სხვას რომ ვერანაირ დარღვევას პოულობენ, ახლა გენდერულ ბალანსს მიადგნენ. “სამართლიან არჩევნებს” ურჩევნია პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გამოაქვეყნოს, საბოლოოდ ნუ იფუჭებს რეპუტაციას”, – წერს ფოჩხუა.