არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძე გამოიკითხა
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიება გრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
ჯაფარიძე ორი საათის განმავლობაში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის შეკითხვებს პასუხობდა.
პროკურორი აცხადებს, რომ ჯაფარიძემ არაერთ ფაქტზე ისაუბრა, თუმცა, კონკრეტული წყარო ვერ დაასახელა.
ინფორმაციისთვის, ამავე საქმეზე პროკურატურას გამოკითხვაზე დაბარებული ჰყავს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძეც.