ანა დოლიძე: დღეს არის ბრწყინვალე აქცია, მოვიდნენ გოგოები, დედები, ქალები – ვაჩვენოთ, რომ არავინ აპირებს დათმობას
გადაკეტეს ყველაფერი, დაგვახვედრეს 500 პოლიციელი, ჩაგვიკეტეს ჭიშკარი და შიგნით არ გვიშვებდნენ,- ამის შესახებ ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე კოალიცია”ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
„დღეს არის ბრწყინვალე აქცია, მოვიდნენ გოგოები, დედები, ქალები. ვაჩვენოთ, რომ არავინ აპირებს დათმობას. დღევანდელი დღიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის გიორგი “მშიშარა”. გვყავდა გიორგი ბრწყინვალე, ახლა გვყავს გიორგი “მშიშარა” იმიტომ, რომ მშვიდობიანი 50-100 ქალის საპასუხოდ, გადაკეტეს ყველაფერი, დაგვახვედრეს 500 პოლიციელი, ჩაგვიკეტეს ჭიშკარი და შიგნით არ გვიშვებდნენ. ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო საათებში შესვლა არის საჯარო. “გიორგი მშიშარავ”, ხელისუფლება ვართ ჩვენ, პროევროპული მოძრაობა, პარლამენტი ვართ ჩვენ. არავინ არ ვაპირებთ, რომ ეს არჩევანი გავატანოთ. მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს და ამოიღოს ხმა საკუთარი ხმის დასაცავად”, – განაცხადა დოლიძემ.