გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ ლეგიტიმაცია აღებული გვაქვს მისი უმაღლესობა ქართველი ხალხისგან

რა უნდა იმსჯელოს ევროპარლამენტმა იმაზე მეტი, რაც უკვე იმსჯელა ეუთო/ოდირმა,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატმა, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ევროპარლამენტში რამდენიმე ათეული ევროპარლამენტარი რას იმსჯელებს საქართველოზე მაშინ, როდესაც უკვე თავად ევროკავშირშია გამოწვევები და თითოეულ სახელმწიფოში, მათ შორის, ევროპაში წამყვან სახელმწიფოებში. რა უნდა იმსჯელოს ევროპარლამენტმა იმაზე მეტი, რაც უკვე იმსჯელა ეუთო/ოდირმა, ვიდრე ათასობით უცხოელმა დამკვირვებელმა, რომელმაც თქვა, რომ ჩატარდა აბსოლუტურად ნორმალური არჩევნები?! ჩვენ ლეგიტიმაცია აღებული გვაქვს მისი უმაღლესობა ქართველი ხალხისგან”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები