“ოპოზიცია კვლავ ტყუილის პროპაგანდას ეწევა; თინა ბოკუჩავას განცხადებით, ცესკომ არჩევნების წინა დღეს ბრენდირებული მარკერი არაბრენდირებულით ჩაანაცვლა, რის გამოც ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა – ეს მტკნარი სიცრუეა” – ჩიხელიძე
“ოპოზიცია კვლავ დეზინფორმაციის და ტყუილის პროპაგანდას ეწევა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ცესკომ არჩევნების წინა დღეს ბრენდირებული მარკერი არაბრენდირებულით ჩაანაცვლა, რის გამოც ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, აღნიშნული მტკნარი სიცრუეა.
“ცესკოს ოფიციალური განცხადებით: ცესკოს, არჩევნებისთვის აუცილებელი სპეციალური მარკერები კომპანია ,,სმარტმატიკმა’’ მიაწოდა, აღნიშნულს გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტი ადასტურებს, რომელიც საჯაროა.
რადგან ოპოზიციას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს, ისინი არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებას, იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ”, – წერს ჩიხელიძე.