წილოსანი – ოპოზიციის ნაწილის მიერ სიების ჩახსნის განცხადებაზე: ოპოზიცია თავის ჩვეულ სპეკულაციას მიმართავს
„ოპოზიცია თავის ჩვეულ სპეკულაციას მიმართავს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა, რითაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ საპარლამენტო სიების ჩახსნასთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
“ყველამ ვიცით და კანონიც ძალიან დეტალურად არის გაწერილი, რომ არჩევნების დღიდან მოყოლებული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მომენტამდე ვერანაირად ვერც სიებს ვერ ჩახსნიან და ვერც მანდატებზე ვერ იტყვიან უარს. კანონითვე არის გაწერილი, რომ პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილი იქნება 76 დეპუტატით“, – განაცხადა წილოსანმა.