“მუდმივად არის საუბარი იმაზე, თუ რატომ არ ვარ ისეთი აქტიური…“

ვცდილობ, იმ კონსტიტუციის ფარგლებში ვიმუშავო, რომელიც ამ ხალხმა და ამ პარლამენტმა მიიღო – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2“-ის გადაცემაში “პოზიცია“ სტუმრობისას განაცხადა. ამ განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი საზოგადოების იმ ნაწილის შეფასებას გამოეხმაურა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ნაკლებად აქტიურია.
“მუდმივად არის საუბარი იმაზე, თუ რატომ არ ვარ ისეთი აქტიური, თუნდაც როგორიც ვიყავი ადრე. რატომ არ ვაფიქსირებ ჩემს შეხედულებებს ისე, როგორც სააკაშვილი აკეთებდა ბევრ საკითხთა დაკავშირებით.  ვცდილობ იმ კონსტიტუციის ფარგლებში ვიმუშავო, რომელიც ამ ხალხმა და ამ პარლამენტმა მიიღო. თუ მე ამ კონსტიტუაციას პატივს არ ვცემ და მუდმივად ჩემი რეპლიკები მექნება და მოვიქცევი ისე, როგორც ათი წლის განმავლობაში ვიქცეოდი, როცა ყველაფერზე კომენტარს ვაკეთებდი ვფიქრობ, დავარღვევ ევროპული სახელმწიფოს მოდელს სადაც, პარლამენტსაც, აღმასრულებელსაც და პრეზიდენტსაც თავისი როლი გააჩნიათ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები