არზუ ნაღიევი: საქართველოში არჩევნები ყველა საერთაშორისო წესის დაცვით გაიმართა

,,საქართველოში არჩევნები ყველა საერთაშორისო წესის დაცვით გაიმართა, ინციდენტები არ ყოფილა”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, არზუ ნაღიევმა განაცხადა.

მისი თქმით, ელექტრონული არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯია.

„საბოლოო ჯამში ეს ქართველი ხალხის არჩევანია, ისინი ირჩევენ საკუთარ მომავალს და წარმატებას ვუსურვებთ. აზერბაიჯანელი დამკვირვებლების დელეგაციის ხელმძღვანელის სახელით ვიტყვი, რომ ყველაფერი იყო სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ კმაყოფილები ვართ და ის რომ არჩევნები ელექტრონულად იმართებოდა, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა არზუ ნაღიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები