ევროპარლამენტის წევრი – არჩევნების შედეგებს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, საარჩევნო მიმართულებით ქვეყანაში წინსვლაა

არჩევნების შედეგებს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება, რადგან საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ინსტვინ ჰოლიკმა განაცხადა.

ინსტვინ ჰოლიკი აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესით კმაყოფილია და აცხადებს, რომ საარჩევნო მიმართულებით ქვეყანაში წინსვლაა.

„გავეცანით მიმდინარე საარჩევნო პროცესებს ფოთში და არა მარტო ფოთში, ზუგდიდშიც, მანამდე თბილისში. საარჩევნო სისტემით საკმაოდ კმაყოფილები ვართ. ჩვენი შეფასებით, ამ მიმართულებით საკმაოდ წინსვლაა. იმას, თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები და ვინ იქნება შემდეგი მთავრობა, საკმაოდ დიდი ლეგიტიმაცია ექნება, რადგან საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“,- განაცხადა ინსტვინ ჰოლიკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები