“ვინც ჯერ კიდევ არ მისულა უბანზე, 50 წუთი გაქვთ, რომ მიხვიდეთ, მერე არ ინანოთ” – პრეზიდენტი

“ვინც ჯერ კიდევ არ მისულა უბანზე, 50 წუთი გაქვთ, რომ მიხვიდეთ, მერე არ ინანოთ, რომ არ მიიღეთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც სურს, ისტორიული ფურცლის მონაწილე იყოს, ახლა უნდა მივიდეს ხმის მისაცემად.

“თქვენთვის, თქვენი შვილებისა და მომავალი საქართველოსთვის.
მინდა, ემიგრანტებს გავახსენო, რომ ვინც რვა საათზე რიგში იქნება, აქვთ უფლება, მოითხოვონ, კომისიიდან გამოვიდეს ადამიანი, რათა ვინც რიგში დგას, ყველა ჩაწეროს და ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის თქვენი უფლება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები