“ჩემი შეფასებით, ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში – შთამბეჭდავია ის დიდი სამუშაო, რაც საარჩევნო უბნებმა გასწიეს” – საერთაშორისო დამკვირვებელი

ჩემი შეფასებით, ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. შთამბეჭდავია ის დიდი სამუშაო, რაც საარჩევნო უბნებმა გასწიეს, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ლუპ ბომიემ, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.

„ბევრ უბანზე ვიყავი და ვითარებას ადგილზე გავეცანი. ვესაუბრე როგორც ოპოზიციის, ისე ადგილობრივი სამთავრობო პარტიის დამკვირვებლებს. როგორც მოვისმინე, ყველა მხარე ძალიან რუდუნებით აკვირდება კენჭისყრას. მათ გამჭვირვალე პროცესის სჯერათ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ელექტრონული სისტემა დაინერგა, რომელიც მათთვის არანაირ კითხვის ნიშანს არ ბადებს. ჩემი შეფასებით, ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. შთამბეჭდავია ის დიდი სამუშაო, რაც საარჩევნო უბნებმა გასწიეს”, – განაცხადა ლუპ ბომიემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის           2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები