“პროცესი აჩვენებს, რომ ამომრჩეველმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღო ელექტრონული ტექნოლოგიები” – ნათია იოსელიანი

“პროცესი აჩვენებს, რომ ამომრჩეველმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღო ელექტრონული ტექნოლოგიები”, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ისინი საკუთარ არჩევანს შეუფერხებლად აკეთებენ.

“იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად ყუთში მოთავსების პროცესის დასრულების შემდგომ, ხმის დათვლის სპეციალური, ელექტრონული აპარატიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკოში”, – განმარტა ნათია იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები