კახა კალაძე: ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში.

როგორც კალაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 15:00 საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა და თითოეული ამომრჩევლის ხმას აქვს დიდი მნიშვნელობა.

„დღეს წყდება, ჩვენი ქვეყანა დაბრუნდება ბნელ წარსულში, თუ შეინარჩუნებს მშვიდობას და ღირსებას, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელი და შეუძლებელია.. უნდა აღინიშნოს, რომ სამი საათის მონაცემებით ფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რაც რადიკალური ოპოზიციის წარმატებას არავითარ შანსს არ უტოვებს. ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე გარანტირებული აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, თუმცა გვჭირდება ბოლო ძალების მოკრება და საარჩევნო უბნებზე ქუდზე კაცის მოსვლა, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები