“ვუსურვებ საქართველოს, რომ ღირებულებები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მყარად იყოს ჩვენს და მომავალი თაობის ცნობიერებაში” – დეკანოზი ანდრია
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს არჩევნებში ბევრი ხალხი მონაწილეობს”, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არჩევნებში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდგომ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, ქვეყნის მომავლისთვის წვლილი შეიტანოს.
“ვუსურვებ საქართველოს კეთილ მომავალს, მშვიდობას და ვუსურვებ, რომ ღირებულებები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ძალიან მყარად ჩვენს ცნობიერებაში და მომავალი თაობის ცნობიერებაში“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრიამ.