იაგო ხვიჩია: მე მივეცი ხმა ადამიანის ნორმალურ ტემპერატურას – მხარდამჭერებს ვთხოვ, არ დაიზარონ, გამოცხადდნენ საარჩევნო უბანზე და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება

 

მე მივეცი ხმა ადამიანის ნორმალურ ტემპერატურას, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მან მხარდამჭერებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.

„თუ მაინცდამაინც რებუსებით უნდა ვილაპარაკოთ – მე მივეცი ხმა ადამიანის ნორმალურ ტემპერატურას. ყველასათვის ცხადია, თუ რა არჩევანს გავაკეთებდი. დღეს რამდენიმეწლიანი ბრძოლის ბოლო დღეა. ყველა ჩვენს მეგობარს, მხარდამჭერებს, ახლობელს ვთხოვ, რომ არ დაიზაროს, გამოცხადდნენ საარჩევნო უბანზე და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები