საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ვარშავის სავაჭრო ცენტრში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, მომხმარებელი სარეკლამო ბანერით სცემა (ვიდეო)

საქართველოს 55 წლის მოქალაქემ, რომელიც ვარშავის სავაჭრო ცენტრში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, მომხმარებელი სარეკლამო ბანერით სცემა, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომხმარებელს დაცვის თანამშრომელი შეეკამათა, რის გამოც მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა გადაწყვიტა. შემდეგ დაცვის თანამშრომელმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი მომხმარებელს მოკვლითაც დაემუქრა. საქართველოს მოქალაქეს სამი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის, პოლონეთის მოქალაქის ეროვნების ნიშნით შეურაცხყოფა.

მაღაზიის მომხმარებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს . შემთხვევის შედეგად მას თავის არეში მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.

ინციდენტი სავაჭრო ცენტრში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო და ინტერნეტსივრცეში გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები