ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვეს

ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან 130 რაკეტა გაუშვეს,- ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას თავშესაფრებთან ახლოს ყოფნისკენ მოუწოდეს.

ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია მას შემდეგ, რაც ლიბანში „ჰეზბოლას“ ათასობით საკომუნიკაციო მოწყობილობა – პეიჯერები და გადამცემები აფეთქდა. ლიბანურმა შიიტური დაჯგუფებამ ჩატარებულ ოპერაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა და საპასუხო ზომების გატარების პირობა დადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები