ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით 35 მილიარდ ევრომდე თანხას გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით, დაახლოებით, 35 მილიარდი ევროს ოდენობის გამოუყოფს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას აღნიშნა.

„რუსეთის უწყვეტი თავდასხმები ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა. ევროკომისია უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გამოუყოფს G7-ის დაპირების ფარგლებში. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში დღეს ჩავიდა. ქვეყანაში ეს მისი მერვე ვიზიტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები