პუტინი მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდ შეინბაუმის ინაუგურაციაზე დასასწრებად არ გაემგზავრება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გეგმაში ეს მოგზაურობა არ არის.

7 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პუტინმა მექსიკის პრეზიდენტისგან ინაუგურაციაზე დასწრების მიწვევა მიიღო.

შეგახსენებთ, მექსიკა ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას, რომელსაც ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.

რუსეთში მექსიკის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია, თავად დაესწროს ინაუგურაციას ან სხვა მაღალჩინოსანი გაგზავნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები