ზელენსკი : “გამარჯვების გეგმის“ განრიგი უკრაინის მოკავშირეების მიერ ოქტომბერ-დეკემბერში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე იქნება დამოკიდებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „გამარჯვების გეგმის“ განრიგი, რომელსაც მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს წარადგენს, უკრაინის მოკავშირეების მიერ ოქტომბერ-დეკემბერში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაზე იქნება დამოკიდებული.

ზელენსკიმ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამარჯვების გეგმის ყველა დეტალს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილავს.

„რადგან, უმეტესწილად, გადაწყვეტილებები მასზეა დამოკიდებული, ასევე სხვა მოკავშირეებზე, მაგრამ არის პუნქტები, რომლებიც დამოკიდებულია კონკრეტულად შეერთებული შტატების პოზიტიურ ნებასა და მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ბაიდენი მხარს დაუჭერს ამ გეგმას.

„მთელი გეგმა გათვლილია ჩვენი პარტნიორების მიერ სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაზე. გეგმა გათვლილია გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღება უნდა მოხდეს ოქტომბრიდან დეკემბრამდე და არ გადაიდო ეს პროცესები. ჩვენ ნამდვილად გვსურს ეს. მაშინ, ჩვენ გვჯერა, რომ გეგმა იმუშავებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები