დიმიტრი პესკოვი: გაეროს მანდატის ქვეშ ყირიმის გადაცემის საკითხის დაყენება აბსურდია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის რეგიონები არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და ყირიმის, გაეროს მანდატის ქვეშ გადაცემის საკითხის დაყენება აბსურდია.

„ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის დაყენება საკმაოდ აბსურდია. რუსეთის ტერიტორია და რუსეთის რეგიონები არ შეიძლება იყოს რაიმე განხილვის, ან ვინმესთვის გადაცემის საგანი“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი რეფერენდუმის მომზადების მიზნით ყირიმის გაეროს მანდატის ქვეშ გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

სიკორსკის ამ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არც იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი.

„ყირიმი უკრაინაა, წერტილი!“ – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები