British Airways-ისა და easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყების დაანონსებას ევროპული მედია ეხმაურება

ორი დღის განმავლობაში საქართველო წამყვანი დასავლური გამოცემების ყურადღების ცენტრშია. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანის – British Airways-ი და ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყების დაანონსებას 5 წამყვანი ევროპული მედია ეხმაურება.

„ორი უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია „British Airways”-ი და „easyJet”-ი მალე თბილისს ლონდონთან დააკავშირებს“, – მსგავსი შინაარსის სტატიებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ წამყვანი ბრიტანული გამოცემები: The independent, Daily mail, ასევე Buiness Traveler, წამყვანი საავიაციო გამოცემა Travel Radar და Euronews Georgia.

სტატიებში ხაზგასმულია, რომ ახალი პირდაპირი მიმართულებები ლონდონის ჰითროუს და ლუტონის აეროპორტებიდან ფრენის დროს 8 საათიდან 5 საათამდე შეამცირებს.

„საქართველო 2025 წლის ზაფხულის მოულოდნელი ცხელი წერტილი ხდება, რადგან ’British Airways”-ი და‘’easyJet”-ი პირდაპირ რეისებს იწყებენ ლონდონიდან,-“ ნათქვამია სტატიებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები